Accentnews.ge
აშშ "ვაგნერს" ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციის სტატუსს მიანიჭებს

აშშ "ვაგნერს" ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციის სტატუსს მიანიჭებს

20/01/2023 20:20:44 მსოფლიო

შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციის სტატუსს მიანიჭებს.

ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, აშშ-ის ხაზინა მომავალ კვირას ჯგუფის და მისი გლობალური მოკავშირეების წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.

„ეს ქმედებები აღიარებს "ვაგნერის" ტრანსკონტინენტურ საფრთხეს, რომელსაც "ვაგნერი" ქმნის, მათ შორის სერიოზული კრიმინალური მოქმედებების გაგრძელების გზით", - განაცხადა კირბიმ.

ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციის სტატუსი ითვალისწინებს ჯგუფის ყველა აქტივის გაყინვას შეერთებულ შტატებში. ამერიკელებს ასევე აეკრძალებათ მისთვის სახსრების, საქონლის ან მომსახურების მიწოდება.

„გვსურს, შემდეგი გზავნილით მივმართოთ კომპანიებს, რომლებიც განიხილავენ ამ ჯგუფის მხარდაჭერას: "ვაგნერი" არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ფართო სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევას, და ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ, რათა გამოავლინოს და გასამართლდეს ისინი, ვინც მას ეხმარება", - ხაზგასმით აღნიშნეს თეთრ სახლში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S