Accentnews.ge
რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა - NATO-ს გენერალურმა მდივანმა "რამშტაინის ფორმატის" მონაწილეებს მიმართა

რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა - NATO-ს გენერალურმა მდივანმა "რამშტაინის ფორმატის" მონაწილეებს მიმართა

20/01/2023 16:29:15 მსოფლიო

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 20 იანვარს, გერმანიაში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი მშვიდობისთვის მზაობის ნიშანს არ აჩვენებს და პირიქით, ისინი ხანგრძლივი ომისთვის ემზადებიან.

გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია სამხედრო მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები.

„როგორც ომების უმეტესობა, ეს, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დამთავრდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

„მაგრამ ის, რაც მოლაპარაკებებში ხდება, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც ხდება ბრძოლის ველზე, ამიტომ ჩვენ ახლა უფრო მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას“ - დასძინა მან.

სტოლტენბერგმა თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა.

ის მიესალმა NATO-ს სხვა მოკავშირეებისა და პარტნიორების ბოლო განცხადებებს, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, დანიის, ნიდერლანდების და შვედეთისას საჰაერო თავდაცვასთან, ქვეითთა საბრძოლო მანქანებთან და ჯავშანტექნიკასთან დაკავშირებით.

გენერალური მდივანი ასევე მიესალმა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და პოლონეთის განცხადებებს, რომ მზად არიან უკრაინას ძირითადი საბრძოლო და მსუბუქი ტანკები მიაწოდონ. სტოლტენბერგმა მოკავშირეებსა და პარტნიორებს მოუწოდა, მიჰყვნენ მათ მაგალითს. გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ნატოს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი ნატო უკრაინას საწვავს, საკვებს, სამედიცინო მარაგს და სხვას უზრუნველყოფს.

გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება და სწრაფად შეავსონ მარაგი.

რამშტაინში ყოფნისას გენერალური მდივანი უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს და გერმანიის თავდაცვის ახალ მინისტრს ბორის პისტორიუსს შეხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S