Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო უსამძიმრებს საგარეჯოში თავდასხმისას დაღუპულთა ოჯახებს

აშშ-ის საელჩო უსამძიმრებს საგარეჯოში თავდასხმისას დაღუპულთა ოჯახებს

20/01/2023 13:42:36 საზოგადოება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საგარეჯოში მომხდარი სროლისას დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს.

„აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს. შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია, ოთხი თავდამსხმელი ყოფილი სამხედროს მეზობელი.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S