Accentnews.ge
ყაზახეთში პუტინის და ომის მხარდამჭერ დეპუტატს მანდატი ჩამოართვს

ყაზახეთში პუტინის და ომის მხარდამჭერ დეპუტატს მანდატი ჩამოართვს

20/01/2023 13:17:40 მსოფლიო

ყაზახეთში უფლებამოსილება შეუწყდა დეპუტატ აზამატ აბილდაევს, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას და რუსეთის სამხედრო შეჭრას უკრაინაში. მანამდე ის პარტია "აკ ჟოლიდან" გარიცხეს. სწორედ „აკ ჟოლმა“ – პარლამენტის ქვედა პალატის სამი პოლიტიკური ძალიდან ერთ-ერთმა – მიმართა ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. კომისიამ მიმართვა დააკმაყოფილა.

პარტიის წევრებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ დეპუტატის პოზიცია მისი „პირადი აზრია“. მაგრამ მოგვიანებით პოლიტიკური ძალის თავმჯდომარემ აზატ პერუაშევმა განაცხადა, რომ აბილდაევის განცხადებები „ეწინააღმდეგება „აკ ჟოლის“ პოზიციას და არღვევს პარტიულ ეთიკას“.

„მე მხარს ვუჭერ რუსეთის პრეზიდენტს. <...> ომზე საუბრობთ, მაგრამ ომში მსხვერპლს ვერ აიცილებთ. მთელი მსოფლიო არა [გმობს რუსეთს]..., მაგრამ ამერიკა სანქციებს აწესებს“, - განაცხადა აბილდაევმა რადიო "აზატიკთან" ინტერვიუში. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ხელისუფლებაში "ნაცისტები" არიან, რომლებმაც ომის დაწყებამდე არაერთხელ უგულებელყვეს პუტინის გაფრთხილებები. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ზომები მის წინააღმდეგ.

ერთი დღით ადრე ყაზახეთის პრეზიდენტმა მაჯილისი დაითხოვა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 19 მარტს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S