Accentnews.ge
ოსტინი: „რუსეთს სერიოზული საბრძოლო დანაკარგები აქვს და ეწურება საბრძოლო მასალა“

ოსტინი: „რუსეთს სერიოზული საბრძოლო დანაკარგები აქვს და ეწურება საბრძოლო მასალა“

20/01/2023 11:33:56 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 20 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება და რომ მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგები აქვს.

"უკრაინამ შთააგონა მსოფლიო, ამასობაში რუსეთს ეწურება საბრძოლო მასალა. მან განიცადა მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგები", - ციტირებს CNN ოსტინს.

პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ახლა მიმართავს თავის რამდენიმე პარტნიორს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა, რათა მოამარაგოს მისი ტრაგიკული და არასაჭირო შეჭრა, „მაგრამ ირანი და ჩრდილოეთ კორეაც კი არ აღიარებენ, რომ ისინი ამარაგებენ რუსეთს“.

”უბრალოდ შეადარეთ ეს ამ ოთახში წარმოდგენილი თავისუფალი და სუვერენული უკრაინის უზარმაზარ მხარდაჭერას”, - განუცხადა ოსტინმა დელეგატებს და დასძინა, „ჩვენ გვიყურებენ უკრაინელები, გვიყურებს ისტორიაც“.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის მონაწილეებს მიმართა, ოსტინმა თქვა, რომ „ჩვენ გავაგრძელებთ პრინციპის დაცვას, რომ საზღვრები ძალის გამოყენებით არ შეიძლება, გადაიხედოს“.

ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა დამატებითი 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. პაკეტში შედის მეტი ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა.

მაგრამ რამშტაინის შეხვედრის მთავარი აქცენტია, გაგზავნის თუ არა გერმანია „ლეოპარდის“ საბრძოლო ტანკებს უკრაინაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S