Accentnews.ge
ქობულეთში სროლა იყო

ქობულეთში სროლა იყო

20/01/2023 11:17:06 სამართალი

სროლა იყო ქობულეთის საზოგადოებრივ ცენტრთან, სადაც იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაზიანდა საზოგადოებრივი ცენტრის შენობის მინა.

წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების ცნობით, გასროლა ქუჩაში დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

ადგილზე მუშაობს კრიმინალური პოლიცია.

იუსტიციის სახლს ყვითელი ლენტები აქვს შემოვლებული.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას ან გასაღებას გულისხმობს.

დამატებით დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S