Accentnews.ge
საქართველოს "წითელი ჯვარი": "გარდაცვლილთა შორის ჩვენი ღირსეული წევრი ზაქრო მათიაშვილია"

საქართველოს "წითელი ჯვარი": "გარდაცვლილთა შორის ჩვენი ღირსეული წევრი ზაქრო მათიაშვილია"

20/01/2023 10:42:01 საზოგადოება

საქართველოს წითელი კვრის საზოგადოება აცხადებს, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის ორგანიზაციის წევრი ზაქარია მათიაშვილია.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან.

მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში."- წერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება აცხადებს, რომ ერთ-ერთი დაჭრილი საგარეჯოში, მათი პარტიის წევრია, რომლის სიცოცხლესაც "ამ მომენტისთვის, საფრთხე არ ემუქრება".

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია, ოთხი თავდამსხმელი ყოფილი სამხედროს მეზობელი.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S