Accentnews.ge
ალეკ ბოლდუინს პატიმრობა ემუქრება

ალეკ ბოლდუინს პატიმრობა ემუქრება

20/01/2023 10:32:48 მსოფლიო

ცნობილ ამერიკელ მსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენებენ. საქმე ეხება კინოოპერატორ ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობას. ბოლდუინმა მას შემთხვევით, ფილმ „რასთის“ გადაღებების დროს ესროლა. ჰაჩინსი 42 წლის იყო.

ინციდენტი ერთ-ერთი სცენის გადაღების დრო მოხდა. ბოლდუინი რეპეტიციას გადიოდა და არ იცოდა, რომ რევოლვერში ნამდვილი ტყვიები იდო.

ბოლდუინის გარდა, არაგაზრახ მკვლელობაში ბრალს წაუყენებენ სარეკვიზიტო იარაღზე პასუხისმგებელ მენეჯერ ჰანა გუტიერეს-რიდს.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბრალი არ წარედგინება კინორეჟისორ დევიდ სოუზას, რომლის ფილმის გადაღების დროსაც მოხდა ტრაგიკული ინციდენტი.

იმ შემთხვევში, თუ ალეკ ბოლდუინს და ჰანა გუტიერეს-რიდს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ 18 თვემდე პატიმრობა და ხუთი ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S