Accentnews.ge
პარლამენტის თავმჯდომარე უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

პარლამენტის თავმჯდომარე უსამძიმრებს საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

20/01/2023 08:54:19 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უსამძიმრებს საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და საქართველოს მოსახლეობას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა. მათი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ამ ტრაგედიას თითოეული ჩვენგანი გლოვობს.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია, ოთხი თავდამსხმელი ყოფილი სამხედროს მეზობელი.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S