Accentnews.ge
კრიპტო ბანკი GENESIS გაკოტრდა

კრიპტო ბანკი GENESIS გაკოტრდა

20/01/2023 07:36:15 მსოფლიო

ამერიკულმა კრიპტო ბანკმა Genesis-მა გაკოტრების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

Genesis-ს 100,000 კრედიტორის მიმართ 10 მილიარდ დოლარამდე ვალდებულება აქვს და ის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა.

კომპანიის გაკოტრება FTX-ისა და ჰეჯ-ფონდ Three Arrows Capital-ის კოლაფსთანაა დაკავშირებული. ირკვევა, რომ Genesis-ს აღნიშნულ კომპანიებზე ერთ მილიარდ დოლარამდე ვალი ჰქონდა გაცემული, მათ მიერ დეფოლტის გამოცხადებამ კი კომპანია უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობამდე მიიყვანა.

Genesis მსხვილი ჰოლდინგის, Digital Currency Group-ის შვილობილი კომპანიაა, თავად DCG-ის მფლობელი კი ბარი სილბერტია, რომელმაც ერთ წელში 30 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.

ექსპერტების შეფასებით, Genesis-ის გაკოტრება გარდაუვალი იყო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მისმა კოლაფსმა სხვა კომპანიებიც მნიშვნელოვნად დააზარალოს, მათ შორის ყველაზე დიდი რისკის წინაშე მილიარდერი ტყუპების, ტაილერ და კამერონ ვინკლევოსების მიერ დაფუძნებული Gemini-ია, რომელსაც Genesis-ზე $800 მილიონის ვალი აქვს გაცემული.

კამერონ ვინკლევოსის განცხადებით, DCG ჰოლდინგი და ბარი სილბერტი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ამიტომაც Gemini-ის წარმომადგენლობა ემზადება, რომ გაკოტრებულ კრიპტო ბანკსა და მის ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივლოს.

Genesis რიგით მე–6 მსხვილი კომპანიაა, რომელმაც ბოლო ერთ წელში კოლაფსი განიცადა. გაკოტრებულ კრიპტო კომპანიებს შორისაა: FTX, Celsius, Voyager, BlockFi და Three Arrows Capital.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S