
ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი გასაიდუმლოებული ვიზიტით კიევში იმყოფებოდა – მედია
20/01/2023 06:29:40 ევროპა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი გასულ კვირას კიევში იმყოფებოდა, ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები აქვს შეერთებულ შტატებს გაზაფხულზე რუსეთის საბრძოლო გეგმებთან დაკავშირებით, - წერს Washington Post სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროთა ცნობით, უკრაინულ მხარეს აინტერესებდა შეერთებული შტატებისგან დახმარების გაგრძელების პერსპექტივაც, მას შემდეგ, რაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს და ბერნსმა არ გამორიცხა, რომ გარკვეულ მომენტში დახმარების მიღება შესაძლოა, გართულდეს.
CNN-ი იუწყება, რომ უილიამ ბერნსისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა მოხდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის პოტენციურ შეტევას უახლოეს თვეებში და ასევე, აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის მიმდინარეობს დაძაბული დებატების იმის თაობაზე, გაიგზავნოს თუ არა უკრაინაში უფრო დახვეწილი და შორ მანძილზე მოქმედები იარაღი.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი კიევში იმყოფებოდა 2022 წლის ოქტომბერსა და ნოემბერშიც.