Accentnews.ge
აშშ-მა უკრაინას 2,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 2,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო

20/01/2023 05:47:25 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო.

შეიარაღების სრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

რაკეტების მარაგი NASAMS-ისა და HIMARS-ებისთვის;

Stryker-ის ტიპის 90 საბრძოლო მანქანა;

Bradley-ის ტიპის 50 ჯავშანტრანსპორტიორი, TOW-ის ტიპის 590 ანტი-სატანკო რაკეტით და 295 ათასი ჭურვით;

Avenger-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის 8 დანადგარი;

MRAP-ის ტიპის 54 დაჯავშნული მანქანა;

Humvee-ის ტიპის 350 მაღალი მობილურობის და მულტიფუნქციური მანქანები;

HARM-ის ტიპის საავიაციო ბაზირების რაკეტები;

155 მილიმეტრის კალიბრის 20 ათასი საარტილერიო ჭურვი;

155 მილიმეტრის მაღალი სიზუსტის 600 საარტილერიო ჭურვი;

105 მილიმეტრის 95 ათასი საარტილერიო ჭურვი;

120 მილიმეტრის 12 ათასი ნაღმმტყორცნი;

გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს საბრძოლო მასალების გადასატანად საჭირო სპეციალიზებულ 12 ავტომობილს, შეიარაღების ბუქსირებისთვის განკუთვნილი 22 ტაქტიკურ მანქანას, 3 მილიონამდე ტყვიას, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობას, ღამის ხედვის ხელსაწყოებს და სათადარიგო ნაწილებს.

ეს ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების უკვე ოცდამეათე პაკეტია. საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 26 მილიარდი დოლარი გამოუყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S