Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი უკრაინას Brimstone–ს 600 რაკეტას გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას Brimstone–ს 600 რაკეტას გადასცემს

19/01/2023 19:54:40 ევროპა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას Brimstone–ს 600 რაკეტას გადასცემს. ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ესტონეთში, ტაპას სამხედრო ბაზაზე გააკეთა. მან წარმოადგინა კიევისთვის ადრე გამოცხადებული სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, მათ შორის Challenger 2–ის ტანკები და დააკონკრეტა, რა სახის ჭურვებს მიაწვდის ბრიტანეთი უკრაინას.

„თუ რუსეთის პრეზიდენტს იმის იმედი აქვს, რომ წელს ჩვენ დავიღალებით [უკრაინის მხარდაჭერით], ის ცდება. ჩვენ დავგეგმავთ [იარაღის მიწოდებას] წელს, მომავალ წელს და შემდგომში“, - განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.

Brimstone–ს მიწოდება უკრაინისთვის რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მალევე დაიწყო. რაკეტების დიაპაზონი 60 კილომეტრამდეა. ჭურვები აღჭურვილია მოწინავე ლაზერული მართვის სისტემით, რომელიც საშუალებას აძლევს, რაკეტები გამოყენებულ იქნას მჭიდროდ დასახლებულ რაიონებშიც. გარდა ამისა, Brimstone-ს აქვს მაღალი სიხშირის რადარი, რომელიც ასკანირებს ბრძოლის ველს და ირჩევს ყველაზე შესაფერის სამიზნეს, გამორიცხავს სამოქალაქო ტექნიკასა და უმნიშვნელო სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას.

მანამდე შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს Archer-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებს.ესტონეთის ხელისუფლებამ ასევე გამოაცხადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი - მისი მოცულობა 113 მილიონი ევრო იქნება, რაც ქვეყნის მიერ აქამდე გაწეული დახმარების ყველაზე მსხვილი პაკეტია. დანიაც გადასცემს უკრაინას Caesar–ის 155 მმ-იანი კალიბრის 19 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს.

19 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. მათი თქმით, რუსეთის მცდელობა, შური იძიოს ომში წარუმატებლობისთვის, რეალურია, მათ შორის, ახალი შეტევის საფრთხე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S