მოსკოვის ცენტრში საზენიტო კომპლექს "Pantsir-S1"–ის განთავსების შესახებ იუწყებიან
19/01/2023 17:30:22 მსოფლიო
მოსკოვის ცენტრში, ტეტერინსკის შესახვევში, საოფისე შენობის სახურავზე დამონტაჟდა საზენიტო კომპლექსი, სავარაუდოდ "Pantsir-S1". ამის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
საზენიტო სისტემის სავარაუდო დამონტაჟებაზე რუსეთისა ხელისუფლების ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები და ტელეგრამ–არხების ავტორები ვარაუდობენ, რომ Pantsir დაინსტალირდა უკრაინიდან შესაძლო თავდასხმისგან დასაცავად.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ლოსინის კუნძულზე საჰაერო თავდაცვის ბატარეის განლაგების შესახებ
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ "Pantsir-S1" მოსკოვში, ფრუნზენსკაიას სანაპიროზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახურავზეა განთავსებული. მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.


