Accentnews.ge
ირანი არ აღიარებს ყირიმის და უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის ანექსიას

ირანი არ აღიარებს ყირიმის და უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის ანექსიას

19/01/2023 16:21:32 მსოფლიო

ირანი არ ცნობს ყირიმის და უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის ანექსიას, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა თურქულ TRT World TV-სთან ინტერვიუში.

„ჩვენ ვაღიარებთ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში, ამიტომ, თეირანსა და მოსკოვს შორის შესანიშნავი ურთიერთობების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარეთ ყირიმის, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების გამოყოფას უკრაინისგან“, - განაცხადა აბდოლაჰიანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვს საგარეო პოლიტიკაში „თანმიმდევრულ პრინციპს“.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინაში კონფლიქტი არ არის გამოსავალი, ჩვენ გვჯერა ჩვენი პოზიციის, როგორც ფუნდამენტური პოლიტიკური პრინციპის“, - დასძინა მინისტრმა.

თუმცა ფაქტებით დასტურდება, რომ ქვეყანა რუსეთს აწვდის დრონებს, რომლებიც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში.

2022 წლის ნოემბერში ირანმა აღიარა რუსეთისთვის დრონების მიწოდება, თუმცა ირწმუნება, რომ პარტია ომამდე გაგზავნა.

მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ ირანი მიიღებდა რუსულ სუ-35–ის გამანადგურებლებს, რომლებიც ქვეყნის არმიის ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავი გახდება. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სამხედრო სფეროში რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობამ "უპრეცედენტო დონეს" მიაღწია.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ანექსია. კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ განაცხადეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აღიარებდნენ ანექსიას. უკრაინამ განაცხადა, რომ იარაღის ძალით იბრძვის ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S