Accentnews.ge
პენტაგონის ხელმძღვანელი არწმუნებს გერმანიის თავდაცვის ახალ მინისტრს, უკრაინას ტანკები მიაწოდოს

პენტაგონის ხელმძღვანელი არწმუნებს გერმანიის თავდაცვის ახალ მინისტრს, უკრაინას ტანკები მიაწოდოს

19/01/2023 15:54:10 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი არწმუნებს თავის ახალ გერმანელ კოლეგას ბორის პისტორიუსს, მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტანკების მიწოდების თაობაზე,– იუწყება CNN.

გერმანია თავის მოკავშირეებთან დგას უკრაინის მხარდასაჭერაში,– თქვა პისტორიუსმა.

„ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. როგორც ხშირად, ისტორიაში - მაგრამ განსაკუთრებით ასეთ დროს - გერმანია და შეერთებული შტატები დგანან ერთმანეთის გვერდით", - განუცხადა პისტორიუსმა ჟურნალისტებს ბერლინში ოსტინთან მოლაპარაკებების წინ.

ამერიკელმა მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გერმანიას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ტანკები ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

ტანკების მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს უკრაინის პრეზიდენტმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე:

„ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარე რჩება. ის დამოკიდებულია ბევრ მიზეზზე და სამწუხაროდ, დამოკიდებული არ არის უკრაინის სურვილზე. რუსეთის ფედერაციის ათასობით ტანკის წინააღმდეგ ჩვენი სამხედროების სიმამაცე და უკრაინელი ხალხის მოტივაცია საკმარისი არ არის“.

პრეზიდენტის თქმით, „პოლონეთი მზად არის, ასევე ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და კიდევ საკმარისი რაოდენობა ქვეყნებისა, რომ უკრაინა ტანკებით უზრუნველყონ.ჩვენ ველით იმ ქვეყნის ნებართვას, რომელსაც აქვს ამა თუ იმ შესაბამის ლიცენზიებზე უფლება“.

ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ უკრაინას არა მხოლოდ პარტნიორების დახმარების იმედი აქვს, არამედ მუშაობს საკუთარი იარაღის წარმოებაზე.

„საკმარისია თუ არა ის რასაც გვაძლევენ ? არა, არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ. სისწრაფე და დრო მნიშვნელოვანია. ყოველი წუთი - ადამიანია. რაც უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, მით რაც უფრო სწრაფად შევძლებთ, ვიყოთ უფრო ძლიერები, მით მეტ მოქალაქეს შევინარჩუნებთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

20 იანვარს გერმანიაში, „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვისთვის ნატოს საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდაზე იქნება ორიენტირებული. ოსტინმა თქვა, რომ ორი ლიდერი 19 იანვარს განიხილავს "ზოგიერთ საკითხს, რომლებსაც ხვალ განვიხილავთ საკონტაქტო ჯგუფში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S