Accentnews.ge
ФСБ–მ "ამერიკელი ჯაშუშის" გამოვლენის შესახებ განაცხადა

ФСБ–მ "ამერიკელი ჯაშუშის" გამოვლენის შესახებ განაცხადა

19/01/2023 14:28:46 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აშშ-ის მოქალაქის წინააღმდეგ ჯაშუშობის მუხლით საქმის აღძვრის შესახებ გამოაცხადა.

„ამერიკელი ეჭვმიტანილია ბიოლოგიურ თემებზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ“, - ნათქვამია პრეს–სამსახურის განცხადებაში.

ФСБ ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებს, არც იმას აღნიშნავს, დააკავეს თუ არა ის. აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან პასუხი ჯერ არ ყოფილა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა შეერთებული შტატები უკრაინის ტერიტორიაზე „30-ზე მეტი ბიოლოგიური ლაბორატორიის ქსელის“ განლაგებაში, რომლებსაც, თითქოს პენტაგონი იყენებდა და რომ ამ საქმიანობას პირადად ხელმძღვანელობდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხოლო მილიარდერი ჯორჯ სოროსი იყო მისი მთავარი სპონსორი. ამასთან, რუსეთის თავდაცვამ დაადანაშაულა შეერთებული შტატები უკრაინის ტერიტორიაზე „სლავური ეთნიკური ჯგუფის“ წინააღმდეგ იარაღის შექმნაში, ასევე მწერების, ღამურების და გადამფრენი ფრინველების ინფიცირებასა და რუსი სამხედროების წინააღმდეგ გამოყენების მცდელობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S