Accentnews.ge
ესტონეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ესტონეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

19/01/2023 13:27:49 ევროპა

ესტონეთი უკრაინას 113 მილიონი ევროს (122 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გაუგზავნის, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს ათეულობით ჰაუბიცას, ასზე მეტ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საარტილერიო დამხმარე აღჭურვილობას, ყუმბარმტყორცნებსა და საბრძოლო მასალას.

„რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ აქვს ფასი - ფასს ჩვენ ვიხდით ევროში, მაგრამ უკრაინელები იხდიან თავიანთი სიცოცხლით“, - აღნიშნა კალასმა.

CNN-ი წერს, რომ დახმარების აღნიშნული პაკეტით, ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება 370 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რაც ესტონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს აჭარბებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S