
ევროპარლამენტმა პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას დაუჭირა მხარი
19/01/2023 13:24:44 მსოფლიო
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების (რომელზეც პასუხისმგებელია უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება, მოკავშირეებთან ერთად) გამოსაძებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის თაობაზე.
რეზოლუაციას 472-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 19 წინააღმდეგი იყო 33-მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარების მიერ ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი სიმხეცე ომის სისასტიკეს და საერთაშორისო კოორდინირებული მოქმედების საჭიროებას უსვამს ხაზს, დამნაშავეთა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად პასუხისგებაში მისაცემად.
ევროპარალამენტი აცხადებს, რომ სპეციალური ტრიბუნალი, ნიურბერგის პროცესისს ანალოგიით უკრაინასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასურველია, გაეროს მეშვეობით შეიქმნას. მსგავსი ტრიბუნალები გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით იქმნებოდა, ომის დამნაშავეთა გასასამართლებლად ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში.
ევროპარლამენტრები მოელიან, რომ ტრიბუნალის შექმნა, შეავსებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში არსებულ ვაკუუმს და დაეხმარება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საგამოძიებო ძალისხმევას, რადგან მას არ შეუძლია გამოიძიოს აგრესიული დანაშაული, უკრაინის შემთხვევაში.
„რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
სპეციალური ტრიბუნალის შემადგენლობა და პირობები ჯერ შესათანხმებელია, მაგრამ აღნიშნავენ, რომ მის იურისდიაციაში უნდა შედიოდეს არა მხოლოდ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლების წარმომადგნელობის დანაშაულებების გამოძიება, არამედ ალიაქსანდ ლუკაშენკას და ბელარუსში მისი მოკავშირეების საქმეებიც.