Accentnews.ge
ყაზახეთში დეპუტატი, რომელიც პუტინს და ომს მხარს უჭერდა, პარტიიდან გარიცხეს

ყაზახეთში დეპუტატი, რომელიც პუტინს და ომს მხარს უჭერდა, პარტიიდან გარიცხეს

19/01/2023 12:12:43 მსოფლიო

პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი აზამატ აბილდაევი ყაზახური პარტიიდან - "აკ ჟოლიდან" გარიცხეს, მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა და უკრაინაში ომის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოხსენიებაა.

„მე მხარს ვუჭერ რუსეთის პრეზიდენტს. <...> ომზე საუბრობთ, მაგრამ ომში მსხვერპლს ვერ აიცილებთ. მთელი მსოფლიო არა [გმობს რუსეთს]...., მაგრამ ამერიკა სანქციებს აწესებს“, - განაცხადა აბილდაევმა რადიო "აზატიკთან" ინტერვიუში. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ხელისუფლებაში "ნაცისტები" არიან, რომლებმაც ომის დაწყებამდე არაერთხელ უგულებელყვეს პუტინის გაფრთხილებები.

ამის შემდეგ აბილდაევის რიგებიდან გარიცხვის თაობაზე პარტია "აკ ჟოლიმ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აბილდაევის პარტიიდან გარიცხვის შესახებ. პარტიამ აბილდაევისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ ცესკო-ს წერილი გაუგზავნა “, - აცხადებენ პარტიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S