Accentnews.ge
„ქართუ“ "ლაგუნა ვერესთან" 65-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს

„ქართუ“ "ლაგუნა ვერესთან" 65-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს

19/01/2023 08:47:43 საზოგადოება

ფონდი „ქართუ“ თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.

მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.

პროექტი მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აიტვირთა, თუმცა მასზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

განაცხადის მიხედვით, დამკვეთი შპს “კოსტავას 69” ითხოვს, რომ მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება შეუთანხმოს. რიგი პროცედურების გავლის შემდეგ, თანხმობის მიღების შემთხვევაში, კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა, ქალაქის ცენტრში ორ-კოშკიანი, მულტიფუნქციური კომპლექსი ააშენოს.

ინფორმაციისთვის: კომპანია „კოსტავას 69-ს“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.

საპროექტო წინადადების მიხედვით, კომპლექსის სართულების მინიმალური რაოდენობა 1-ია, ხოლო მაქსიმალური – 65. მშენებლობის ფართობია 33500კვ.მ. პროექტი მოიაზრებს კომერციულ საოფისე, საცხოვრებელ და დამხმარე ფართებს.

პროექტში ნახსენებია „ლაგუნა ვერეც“. ნათქვამია, რომ „ლაგუნა“-ს ნაგებობასთან მიმართებაში ამ ეტაპზე პროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სამუშაოებს“, თუმცა, „ყოფილი საცურაო აუზის „ლაგუნა ვერეს“ სპორტული კომპლექსის ნაგებობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და შესაბამისად მისი კონსტრუქციის მდგრადობის, დემონტაჟის ან ახალი აუზის აგების საკითხი მსჯელობის საგანია. ამასთან, კომპლექსის შემადგენელი მოზაიკური პანო ყველა შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს კონსერვაცია-რესტავრაციას და ხელახლა განთავსდეს რეკონსტრუირებულ აუზზე,“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S