Accentnews.ge
ევროპის ებრაელთა კონგრესი ლავროვისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ევროპის ებრაელთა კონგრესი ლავროვისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

19/01/2023 07:16:29 მსოფლიო

ევროპის ებრაელთა კონგრესი აცხადებს, რომ შოკირებული და აღშფოთებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კომენტარებით, დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ უკრაინის მხარდაჭერის ჰიტლერის გადაწყვეტილებასთან შედარების თაობაზე, რომელმაც ჰოლოკოსტისას 6 მილიონი ებრაელის მკვლელობა გამოიწვია.

კონგრესის პრეზიდენტმა არიელ მუზიკანტმა ამ შედარებას სამარცხვინო, ისტორიის დამახინჯების მცდელობა უწოდა და მოითხოვა, ლავროვმა ბოდიში მოიხადოს.

18 იანვარს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისევე, როგორც ჰიტლერმა მოახდინა ევროპული ქვეყნების უმრავლესობის მობილიზება, დაპყრობა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართვა, აშშ-მაც შექმნა პრაქტიკულად, ყველა ევროპული ქვეყნის კოალიცია და უკრაინის მეშვეობით ომს აწარმოებენ იგივე მიზნით - „რუსული საკითხის“ საბოლოოდ გადასაწყვეტად. ლავროვის თქმით, ისევე, როგორც ჰიტლერს სურდა „ებრაელთა საკითხის“ საბოლოოდ გადაწყვეტა, დღეს დასავლელი პოლიტიკოსები ცალსახად ამბობენ, რომ რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უნდა განიცადოს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ ებრაელები აღაშფოთა. 2022 წლის მაისში მან იტალიურ Mediaset-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეადარა ნაცისტური გერმანიის მეთაურ ადოლფ ჰიტლერს და თქვა, რომ ებრაული სისხლი ჰიტლერსაც ჰქონდა. მაშინ ისრაელში განაცხადეს, რომ ლავროვის სიტყვებისთვის ვლადიმირ პუტინმა მოიხადა ბოდიში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S