შოლცი: რუსეთმა უკვე განიცადა წარუმატებლობა იმპერიალისტური მიზნების მიღწევაში, უკრაინა იცავს თავს დიდი წარმატებითა და შთამბეჭდავი სიმამაცით
18/01/2023 17:35:39 მსოფლიო
გასულ წელს, გერმანიამ უკრაინისთვის 12 მილიარდი ევრო გამოყო და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა უკვე განიცადა წარუმატებლობა თავისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევაში და აღნიშნა, რომ უკრაინა თავს იცავს დიდი წარმატებითა და შთამბეჭდავი სიმამაცით.
„რუსეთმა უკვე განიცადა წარუმატებლობა თავისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევაში. უკრაინა იცავს თავს დიდი წარმატებითა და შთამბეჭდავი სიმამაცით. „დიდი შვიდეულის“ ხელმძღვანელობით მოქმედი ფართო საერთაშორისო ალიანსი უზრუნველყოფს ქვეყანას ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებით. მხოლოდ გერმანიამ, გასულ წელს 12 მილიარდი ევრო გამოყო და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ბერლინში, ოქტომბრის მიწურულისთვის, ჩვენ ვმუშაობდით საერთაშორისო ექსპერტებთან, რათა წარმოგვედგინა „მარშალის გეგმა“ უკრაინის ხანგრძლივი რეკონსტრუქციისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.


