
სენაკის მერი მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17/01/2023 18:26:58 რეგიონები, რეკლამა
სენაკის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის პირველი, მეორე და მესამე სართულების, სხვადასხვა სივრცეების რეაბილიტაცია, ეწყობა ელექტროგაყვანილობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები, იგეგმება საკონცერტო დარბაზის სკამების ახლით შეცვლა.
რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 279 977 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან და თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში განხორციელდა სცენის დემონტაჟი და შეიცვალა ახლით, მოეწყო სასცენო განათების სისტემა და ჩატარდა სხვა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში ასევე დასრულდა ექსტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის შენობა 34 წლიანი ისტორიის მქონე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც 300-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.