Accentnews.ge
აშშ უკრაინას ჭურვებს ისრაელიდან აწვდის – NYT

აშშ უკრაინას ჭურვებს ისრაელიდან აწვდის – NYT

18/01/2023 07:20:41 მსოფლიო

New York Times-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ისრაელში არსებული საბრძოლო მასალის საკუთარი არსენალი გამოიყენა უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებისთვის.

აშშ ისრაელში საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას აგროვებს. ის განკუთვნილია აშშ-ის არმიის მიერ ახლო აღმოსავლეთში ოპერაციების დროს გამოყენებისთვის. ეს არსენალი ისრაელსაც შეუძლია, გამოიყენოს საგანგებო სიტუაციებში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ისრაელში განთავსებული არსენალის გამოყენების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში საბრძოლო მასალის წარმოების არასაკმარისი ოდენობით. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თვეში დაახლოებით 90 000 საარტილერიო ჭურვს იყენებენ, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ამჟამად დასავლეთის სამხედრო ქარხნებში იწარმოება. წარმოება იზრდება, მაგრამ ეტაპობრივად. იმავდროულად, აშშ დაჰპირდა უკრაინას მილიონზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვის მიწოდებას. აქედან 300 000 უკრაინაში ისრაელის არსენალიდან წავა. პენტაგონი ასევე აწვდის უკრაინის არმიას საბრძოლო მასალას სამხრეთ კორეაში არსებული საწყობებიდან.

ისრაელმა თითქმის ტოტალური ემბარგო დააწესა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, შიშობდა რა, რომ მას რუსეთი შეუშლიდა ხელს საჰაერო დარტყმების განხორციელებაში ირანული ძალებისა და „ჰეზბოლას“ დაჯგუფების წინააღმდეგ სირიაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჭურვების მიწოდება ხორციელდება ისრაელის ხელისუფლებასან შეთანხმებით, რომელიც, ისრაელის წარმომადგენლების თქმით, იძულებულია, დაეთანხმოს ამერიკელების მოთხოვნას, გამოიყენოს საკუთარი საბრძოლო მასალა თავისი შეხედულებისამებრ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S