Accentnews.ge
აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე - რა საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერმა შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე

აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე - რა საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერმა შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე

17/01/2023 17:22:51 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში შვეიცარიის მიერ შეტანილი გრძელვადიანი წვლილის მნიშვნელობას.

გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში არაერთი შვეიცარიული კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს შვეიცარიელი მეწარმეებისთვის.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ასევე აღინიშნა 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის, როგორც მედიატორის ფუნქციის მნიშვნელობა"- ნათქვამია ინფორმაციაში.

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას საქართველოს პრემიერი “ტვიტერის” გვერდზე გამოეხმაურა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

“დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე. საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S