Accentnews.ge
რუსეთის სამხედრო ბაზაზე რვა სამხედრო დაიღუპა, 16 დაშავდა, კიდევ რვას ეძებენ

რუსეთის სამხედრო ბაზაზე რვა სამხედრო დაიღუპა, 16 დაშავდა, კიდევ რვას ეძებენ

17/01/2023 16:26:16 მსოფლიო

შვიდი რუსი სამხედრო დაიღუპა რუსეთის ბელგოროდის რაიონში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სამხედროს მიერ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად,– წერს Astra.

შემთხვევა 14 იანვარს მოხდა, როდესაც სვერდლოვსკის ოლქიდან მობილიზაციის ფარგლებში გაწვულმა 27 წლის ახალგაზრდამ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ააფეთქა RGD-5 ხელყუმბარა. აფეთქებამ მიმდებარედ განთავსებული საბრძოლო მასალის დეტონაცია გამოიწვია, გაჩნდა ხანძარი.

როგორც გაირკვა, აფეთქების შედეგად შვიდი სამხედრო დაიღუპა, კიდევ 16–მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ყუმბარის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სამხედრო, გამოცემის ცნობით, ამჟამად ბელგოროდის საავადმყოფოში იმყოფება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, კიდევ რვა ადამიანი დაკარგულად ითვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S