Accentnews.ge
ყაზახეთმა რუსებისთვის ქვეყანაში შესვლისა და დარჩენის პირობები მკვეთრად გაამკაცრა

ყაზახეთმა რუსებისთვის ქვეყანაში შესვლისა და დარჩენის პირობები მკვეთრად გაამკაცრა

17/01/2023 14:58:41 მსოფლიო

ყაზახეთი მკვეთრად ამკაცრებს პირობებს რუსებისთვის. 31 დეკემბერს ყაზახეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც გააუქმა ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის გახანგრძლივების შესაძლებლობა რამდენიმე დღით საზღვარგარეთ გამგზავრებით და შემდეგ უკან დაბრუნებით. მანამდე რუსებს შეეძლოთ ყაზახეთში ეროვნული ან უცხოური პასპორტით შესვლა და 30 დღით დარჩენა ყოველგვარი დოკუმენტის გაფორმების გარეშე, შემდეგ კიდევ 60 დღით გაჩერება საცხოვრებელი ადგილზე რეგისტრაციით. შემდეგ უნდა გადაეკვეთათ ქვეყნის საზღვარი, კვლავ დაბრუნებულიყვნენ უკან და შეეძლოთ ყაზახეთში სამი თვით დარჩენა. არ არსებობდა შეზღუდვები ქვეყანაში ყოფნის საერთო ხანგრძლივობაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში (წელი ან ექვსი თვე). მათ, ვისაც სჭირდებოდა ქვეყანაში უფრო დიდხანს ცხოვრება, შეეძლოთ ბინადრობის ნებართვის მიღება რუსული ან უცხოური პასპორტის გამოყენებით.

ახალი დადგენილების თანახმად, მათ შორის, რუსებს, შეუძლიათ ყაზახეთში დარჩენა არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში. დოკუმენტი ძალაში შევიდა 16 იანვარს.

ვისაც უფრო დიდი ხნით სურს ყაზახეთში დარჩენა, არსებობს ორი გზა: ვიზის მიღება ან ბინადრობის ნებართვა. მაგრამ ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის 6 იანვრის ბრძანებით, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ უცხოური პასპორტის საფუძველზე. ამასთან, ყაზახეთის შსს ნასამართლეობის შესახებ ცნობას მოითხოვს.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ასობით ათასი რუსი გაემგზავრა ყაზახეთში. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს 2,9 მილიონი რუსეთის მოქალაქე შევიდა ქვეყანაში, საიდანაც 146 000-მა მიიღო ადგილობრივი გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი, რასაც შსს განიხილავს ქვეყანაში დარჩენის განზრახვის დადასტურებად, ხოლო 36 000-მა მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა.

ადგილობრივები ჩიოდნენ, რომ რუსების მასობრივი შედინების შემდეგ გაძვირდა ქირისა და უძრავი ქონების ფასი, რომ ხშირად ყაზახეთის მკვიდრებს ატოვებინებენ წლობით ნაქირავებ ბინებს, რათა უფრო ძვირად გააქირაონ რუსებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S