რუსეთმა საქართველოს საზღვართან "უკრაინის ჯაშუშის" დაკავების შესახებ განაცხადა
17/01/2023 11:02:04 მსოფლიო
დსთ-ს წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე,– იუწყება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახური.
უწყების ცნობი, ის ეჭვმიტანილია უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.
ცნობაში დეტალები არ არის მითითებული, მათ შორის, მოქალაქეობა და თუ რა მიმართულებით გადაკვეთა დაკავებულმა „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი.
უწყების მტკიცებით, დაკავების შემდეგ „მამაკაცმა მობილურ მოწყობილობაში შენახული, Telegram მესენჯერში არსებული მიმოწერა წარადგინა, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ ის რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ ფოტოებს და ვიდეოებს უკრაინაში საკონტაქტო პირს აწვდიდა."


