Accentnews.ge
სასწრაფო დახმარების პერსონალის ნაწილი საპროტესტოდ ქუჩაში გავიდა

სასწრაფო დახმარების პერსონალის ნაწილი საპროტესტოდ ქუჩაში გავიდა

17/01/2023 09:00:40 საზოგადოება

სასწრაფო დახმარების ექიმებმა და მძღოლებმა სახელფასო ანაზღაურების მატების მოთხოვნით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან მორიგი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ხელფასის 10%-იანი ზრდა განხორციელდა, თუმცა, ვინაიდან მათი შრომითი ანაზღაურება მიზერულია, მსგავსი მატება საკმარისი არაა.

ისინი საკუთარ მდგომარეობას გაუსაძლისს უწოდებენ და ჯანდაცვის მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის ლავრენტ ალანიას განცხადებით, ხელფასის 10%-იანი ზრდა ღირსეულ სამუშაო პირობებს არ შეესაბამება.

ამასთან, ალანია აღნიშნავს, სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები დაბალი ანაზღაურების პირობებში მორიგეობას იმატებდნენ, თუმცა ეს აეკრძალათ, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გააღვივა.

„პროტესტიგაგრძელდება. ნურავინ იფიქრებს, რომ ამ ადამიანებს რამე გააჩერებს," - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S