Accentnews.ge
მედიაკოალიცია 5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

მედიაკოალიცია 5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

17/01/2023 08:47:00 საზოგადოება

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" უარყოფითად აფასებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისთვის გასამართლებული მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

ორგანიზაციის აზრით, აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

ამასთან, ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა", - წერია განცხადებაში.

16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს. გადაწყვეტილებას პროკურატურა არ ეთანხმება და ამბობს, რომ მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

2021 წლის 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტ თანამშრომელს დაესხნენ თავს. „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდისთვის 20–ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ხშირად სწორედ ამ რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას ხელისუფლება, როდესაც მისგან 5 ივლისის მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ, მაგრამ ხაზგასასმელია,რომ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S