Accentnews.ge
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

17/01/2023 08:32:55 კონფლიქტები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის ცნობით, წუხელ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ იცის დაკავებულის ვინაობა, სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"გუშინ გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი, გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე, გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი, უმჯობესია დავადგინოთ ყველა დეტალი, მისი ადგილსამყოფელი და შემდგომ გაგიზიარებთ ყველა დეტალს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 110-ე შეხვედრის დაწყების წინ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

ანთაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

გარდა ამისა, გასული წლის აგვისტოდან ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე პერიოდში ფუნქციონირებდა ე.წ. გადასასვლელები, რომელთა მეშვეობითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება ჰქონდათ. ირაკლი ანთაძის განცხადებით, დაინტერესდებიან, ეს პრაქტიკა გაგრძელდება თუ არა, დააყენებენ ე.წ. გადასასვლელების ფუნქციონირების დროის გახანგრძლივების საკითხს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S