Accentnews.ge
სააკაშვილს პროცესზე ფიზიკურად დასწრების საშუალება არ მისცეს

სააკაშვილს პროცესზე ფიზიკურად დასწრების საშუალება არ მისცეს

17/01/2023 08:26:27 საზოგადოება

17 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიზიკურად დასწრების საშუალება არ მიეცა. პროცესზე სასამართლო მისი სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეს განიხილავს.

მსჯავრდებულის დასწრებაზე ოქმის ტექსტი მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა:

"ჩვენ [პენიტენციური სამსახურის] მიერ მსჯავრდებულისთვის შეთავაზებულ იქნა დისტანციურად ჩართვა, რაზეც მან უარი განაცხადა და ითხოვს სასამართლოზე წარდგენას. მკურნალი ექიმის განმარტებით, იგი მსჯავრდებულს არ აძლევს სასამართლოზე ტრანსპორტირების რეკომენდაციას", - თქვა მოსამართლემ და განმარტა, რომ ამავე ოქმს ხელს აწერენ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, თავად მიხეილ სააკაშვილი და ასევე, არის მისი მინაწერი: "მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს".

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პროცესზე განაცხადა, რომ 16 იანვრის საღამოს მოინახულა მიხეილ სააკაშვილი და პირადად სააკაშვილმა დაწერა პენიტენციური სამსახურის სახელზე პროცესზე დასწრების თხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანახმაა, რომ განხილვა მის გარეშეც გაგრძელდეს, რათა არ გაჭიანურდეს.

ადვოკატმა თქვა ისიც, რომ სააკაშვილს სურს, 20 იანვარს დაგეგმილ სხდომას ფიზიკურად დაესწროს.

სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S