Accentnews.ge
USA2GEORGIA-ს დროებითი აკრძალვა დაუწესდა

USA2GEORGIA-ს დროებითი აკრძალვა დაუწესდა

17/01/2023 08:00:26 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტვირთების გადამზიდ კომპანია USA2GEORGIA-ს დროებითი აკრძალვა დაუწესა.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, კომპანიას (მას ამანათები აშშ-დან საქართველოში ჩამოაქვს) კლიენტებთან დადებული ხელშეკრულების ერთი ნაწილის მოქმედება მის წინააღმდეგ დავის დასრულებამდე აქვს აკრძალული.

გადაწყვეტილების მიხედვით, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის ნივთის საქართველოში ტრანსპორტირების საფასურს, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის (30 დღის) გასვლის შემდეგაც რჩება საკუთრების უფლება.

"თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.

USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა - ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება", - აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S