Accentnews.ge
ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა

ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა

17/01/2023 07:08:38 მსოფლიო

ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა,– ამის შესახებ BBC წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ერთი წლის განმავლობაში ჩინეთის მოსახლეობა დაახლოებით, 850 000 ადამიანით შემცირდა. ქვეყნის სტატისტიკის ბიუროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს ჩინეთის მოსახლეობამ 1.411 მილიარდი შეადგინა. წინა წლის მაჩვენებელი 1.412 მილიარდი იყო. 1961 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ყოველწლიურ დინამიკაში კლება დაფიქსირდა.

ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ქვეყანაში კლების ტენდენცია მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდება, რასაც ისინი ჯერ ე.წ. „ერთი ბავშვის", შემდეგ კი ე.წ. „ორი ბავშვის" პოლიტიკას უკავშირებენ: ჩინეთმა მოსახლეობის ზრდის შესაჩერებლად 1979 წელს დაიწყო „ერთი ოჯახი-ერთი ბავშვის“ სახელით ცნობილი პოლიტიკა, რომელიც 2015 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გაუქმდა და ძალაში 2016 წლის იანვრიდან შევიდა.

გარდა ამისა, სპეციალისტები შობადობის კლების ძირითად მიზეზებად ასახელებენ განათლების, ჯანდაცვის და საცხოვრებლის სიძვირეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S