რუსეთის ბელგოროდიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან
17/01/2023 06:11:46 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, აფეთქებები მოხდა.
გამთენიისას, ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ბელგოროდში და ბელგოროდის რაიონში ამოქმედდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.
გლადკოვის ცნობით, შესაბამისი სამსახურები ხმელეთზე შედეგებს აზუსტებენ, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.
ბოლო თვეებში, უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის ოლქებიდან და ანექსირებული ყირიმიდან ხშირად იუწყებიან აფეთქებების შესახებ.


