Accentnews.ge
ჟურნალისტებმა სოლედარზე შტურმის დროს „ვაგნერის“ მეთაურის ვინაობა გაარკვიეს

ჟურნალისტებმა სოლედარზე შტურმის დროს „ვაგნერის“ მეთაურის ვინაობა გაარკვიეს

16/01/2023 16:05:59 მსოფლიო

ქალაქ სოლედარზე თავდასხმის დროს „ვაგნერის“დანაყოფებს მეთაურობდა ГРУ–ს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ოფიცერი ანტონ ელიზაროვი. ის რუსეთის სასამართლოს მიერ თაღლითობისთვის იყო გასამართლებული,– იუწყება საგამოძიებო ცენტრი „დოსიე“.

იანვარში, ქალაქის (სადაც ამჟამადაც გრძელდება ბრძოლები) დაკავების გამოცხადების შემდეგ, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა საზოგადოებას წარუდგინა ადამიანი, რომელიც, როგორც ირწმუნებოდნენ, მეთაურობდა ოპერაციას.

მისი ვინაობა არ გამღავნებულა, მაგრამ მოგვიანებით პრო-სამხედრო ტელეგრამ–არხებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მეთაურს მიენიჭა რუსეთის გმირის წოდება.

როგორც „დოსიემ“ გაარკვია, ელიზაროვი 41 წლისაა, დაამთავრა ულიანოვსკის გვარდიის სუვოროვის სამხედრო სკოლა და რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სამეთაურო სკოლა. ჟურნალისტების ცნობით, სამხედრო მსახურობდა საჰაერო სადესანტო ძალებში და ГРУ–ს სპეცრაზმში.

2014 წელს სასამართლომ მას სამწლიანი პირობითი პატიმრობა და ჯარიმა განუსაზღვრა ბინის პრივატიზებისას თაღლითობისთვის. ელიზაროვმა წარუმატებლად უჩივლა თავდაცვის სამინისტროს და 2016 წელს სახლიდან გამოასახლეს. იმავე წელს მან სამსახური მიიღო „ვაგნერში“.

გამოცემის ცნობით, „ვაგნერელი“რუსული არმიის შემადგენლობაში იბრძოდა კავკასიაში, ხოლო „ვაგნერის“ შემადგენლობაში სირიასა და ლიბიაში. გარდა ამისა, იგი მუშაობდა ინსტრუქტორად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

უკრაინის ხელისუფლება უარყოფს სოლედარის დაკარგვას და იუწყება, რომ არმია აგრძელებს ქალაქის დაცვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S