Accentnews.ge
ოლიგარქები რუსეთში ქონების ფაშისტური იტალიის სცენარით კონფისკაციისთვის ემზადებიან

ოლიგარქები რუსეთში ქონების ფაშისტური იტალიის სცენარით კონფისკაციისთვის ემზადებიან

16/01/2023 12:27:06 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, რუსული ბიზნესელიტების განწყობა სულ უფრო პირქუში ხდება: განცდილი ზარალის შემდეგ უმდიდრესი რუსები შიშობენ, რომ შესაძლოა, რუსეთში დაკარგონ მთავარი – ფაბრიკები, ქარხნები, საბადოები, რომლებიც 1990-იანი წლების სისხლიანი ქაოსის შედეგად მოიპოვეს. მათ ეშინიათ, რომ აქტივებს ჩამოართმევენ ომისადმი უფრო დადებითად განწყობილი მეტოქეების სასარგებლოდ ან მათი ნაციონალიზება მოხდება,– იუწყება Bloomberg სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით.

მათი აზრით, კრემლის გარანტიები საკუთრების უფლებების პატივისცემის თაობაზე შესაძლოა, ცარიელი სიტყვები აღმოჩნდეს, რადგან პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორიენტირებულია ომზე და მზადაა, მას თითქმის ყველაფერი შესწიროს.

ნავთობისა და გაზიდან ბიუჯეტის შემოსავლების კოლაფსის პირობებში, რუსეთის ხელისუფლება უკვე ამზადებს დიდი კომპანიებისთვის შემოსავლების ერთჯერადად ჩამორთმევას. ამავდროულად, რუსეთის ტერიტორიის მესამედი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული მშპ-ს 40%-ს, უკვე დე ფაქტო გადავიდა ომამდელ მდგომარეობაში: კრემლის მიერ დაწესებული რეაგირების რეჟიმები აფართოებს სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სპეციალურ კონტროლს.

დიდი ბიზნესი შიშობს, რომ ამით საქმე არ დამთავრდება. ყველას მოუწევს რაღაცის გაღება, ადასტურებს Bloomberg-ის კრემლთან დაახლოებული წყარო. სააგენტოს წყაროების ცნობით, პუტინი პირადად ეწინააღმდეგება ოლიგარქების აქტივების ნაციონალიზაციას. მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმ შიშის გასანეიტრალებლად, რომელიც ოლიგარქების პარალიზებას იწვევს.

ზოგიერთმა ტოპ–მენეჯერმა ჩაატარა კერძო კვლევა, რათა შეესწავლა ფაშისტურ იტალიაში აქტივების ჩამორთმევის გამოცდილება, ამბობენ Bloomberg-ის წყაროები. სხვები ავლებს პარალელებს ადოლფ ჰიტლერის გერმანიასთან, სადაც გიგანტური კორპორატიული ბიზნესები მობილიზებული იყო ნაცისტური რეჟიმის მიერ.

სახელმწიფო წაიღებს ყველაფერს, რასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს,– დარწმუნებულია ვარ, რუსეთში ბიზნესის ინტერესების მრავალწლიანი ლობისტი.

„წარსულში ოლიგარქებს შეეძლოთ, გამოეყენებინათ „სატელეფონო უფლება“, რათა დაერეკათ თავიანთი ხალხისთვის მთავრობაში და დაეცვათ საკუთარი ინტერესები. მაგრამ ახლა ეს მექანიზმი არ მუშაობს“, – ამბობს Bloomberg-ის თანამოსაუბრე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S