Accentnews.ge
„საქართველოს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემის, მედიის მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის“

„საქართველოს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემის, მედიის მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის“

30/10/2019 03:56:03 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატ კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს კიდევ ბევრის გაკეთება სჭირდება დემოკრატული განვითარების გზაზე მიღწეული პროგრესის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემისა და მედიაპლურალიზმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და  აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მზად არის, იმუშავოს ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან, რათა დარწმუნდეს, რომ 2020 წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი:

„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული საკანონმდებლო ორგანოს წინ წაწევას, დამოუკიდებელ მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებას და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S