NATO-ს გენერალური მდივანი „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
16/01/2023 11:56:46 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაციას NATO ავრცელებს.
მისივე ცნობით, შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება.
"შეხვედრას აშშ-ს თავდაცვის მდივანი ოსტინ ლოიდი მასპინძლობს. ყურადღებას გაამახვილებს უკრაინაში მიმდინარე კრიზისზე და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე დგას. შეხვედრის ფარგლებში, გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ბატონ ოლექსი რეზნიკოვთან და სხვა მაღალჩინოსნებთან" - აცხადებენ NATO-ში.


