Accentnews.ge
დავოსის ეკონომიკურ ფორუმს რუსეთის წარმომადგენლები არ ესწრებიან

დავოსის ეკონომიკურ ფორუმს რუსეთის წარმომადგენლები არ ესწრებიან

16/01/2023 11:16:22 მსოფლიო

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს შორის, რომელიც 16 იანვარს გაიხსნა, წელს რუსეთის არც ერთი წარმომადგენელი არ არის. ამის შესახებ Bloomberg ფორუმის მონაწილეთა სიაზე დაყრდნობით წერს.

„უკრაინის ომმა და იზოლაციამ, რომელსაც რუსეთი დაექვემდებარა დასავლეთისგან, სრულად შეუშალა ხელი ღონისძიებაში ოლიგარქების მონაწილეობას“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

არც ერთი ბიზნესმენი არ იქნება წარმოდგენილი ჩინეთიდანაც ამ ქვეყანაში COVID-19–ის ეპიდემიისა და კრიზისის ფონზე. თუმცა, ფორუმზე ისაუბრებს ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰე.

ამასთან, ფორუმში მოსალოდნელია 116 მილიარდერის მონაწილეობა, რაც 40%-ით მეტია ათი წლის წინანდელ მაჩვენებელზე. განსაკუთრებით გაიზარდა სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და ინდოეთის წარმომადგენელთა რაოდენობა. მილიარდერების ყველაზე დიდი რაოდენობა ტრადიციულად აშშ-დან მიდის, ევროკავშირის ქვეყნებს მხოლოდ 18 მილიარდერი წარმოადგენს, ხოლო ბრიტანეთს – ფოლადის გიგანტი ლაქშმი მიტალი და მისი შვილები.

1990-იანი წლებიდან დავოსის ფორუმში მონაწილეობა რუსი ბიზნესმენებისთვის, ერთის მხრივ, პრესტიჟის ნიშანი იყო, მეორე მხრივ, პოლიტიკური მნიშვნელობის.

დავოსში ეკონომიკის გარდა პოლიტიკური საკითხებიც განიხილება, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. განსახილველ პოლიტიკურ საკითხებს შორისაა უკრაინის ომი და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S