Accentnews.ge
სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა

სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა

16/01/2023 10:14:02 სამართალი

სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე დაკავებულების განაჩენი , მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებულების, ნაწილობრივ შეცვალა. რითაც მათ სასჯელი შეუმცირდა. კერძოდ, მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულები ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდში გაამართლა

ბრალდებულები დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი, გია გიგუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მათ განესაზღვრათ 4–4 წლიანი პატიმრობა. პირველი ინსტანციის მხრ5იდან 5–5 წელი ჰქონდათ მისჯილი.

დაკავებულები დანაშაულის ჩადენას არ აღიარებენ.

განაჩენის გამოცხადებას დაკავებულების მხრიდან ხმაური მოჰყვა. დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენლებს, ისე ჟურნალისტებს, მათ შორის მსჯავრდებულების ნათესავებმა ვიდეოკამერების დაზიანებაც სცადეს.

სიტუაციის განმუხტვაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ჩარევა გახდა საჭირო.

ცნობისთვის: 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მასშტაბური ძალადობრივი მოვლენების საქმეზე, რომელსაც 56 დაზარალებული ჰყავს, მათგან 47 ჟურნალისტი, ორგანიზების ბრალდებით ამ დრომდე არავინაა პასუხისმგებაში მიცემული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S