
საარსებო მინიმუმი თვეში 253 ლარია - საქსტატი
16/01/2023 09:05:35 საზოგადოება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.6 ლარით შემცირდა და 253.5 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის დეკემბერთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 30 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.5 ლარით შემცირდა და 224.5 ლარი შეადგინა.
ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა.
საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომლის გაწევაც ადამიანებს უწევთ.