ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერდა
16/01/2023 08:20:43 მსოფლიო
ბოსფორის სრუტეში ნაოსნობა დროებით შეწყდა,– იუწყება თურქული სააგენტო "ანადოლუ" ქვეყნის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, სტამბოლის მახლობლად, მეჩეჩზე დაჯდა სატვირთო გემი, რომელიც უკრაინიდან მოემართებოდა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ინციდენტის ამოწურვამდე ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერებულია.
საომარი მოქმედებების ფონზე, უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის ივლისში, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში მოქმედებს უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.


