Accentnews.ge
ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ და მნიშვნელოვანია, უკრაინას მივაწოდოთ იარაღი, რომელიც მოსაგებად სჭირდება – სტოლტენბერგი

ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ და მნიშვნელოვანია, უკრაინას მივაწოდოთ იარაღი, რომელიც მოსაგებად სჭირდება – სტოლტენბერგი

16/01/2023 06:46:49 მსოფლიო

ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების მოლოდინი აქვს.

“მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო დაპირებები მნიშვნელოვანია - და მე უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში”, - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ომი გადამწყვეტ ფაზაშია და მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება:

„ჩვენ ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას სჭირდება მოსაგებად“.

ამ კვირაში გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე გაიმართება უკრაინაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც კოორდინაციას უწევს კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S