რუსულ სამხედრო ბაზაზე ხანძარი იყო, იუწყებიან მსხვერპლის შესახებაც
16/01/2023 06:08:55 მსოფლიო
14 იანვარს რუსმა სამხედრომ ყუმბარა ააფეთქა და ხანძარი გააჩინა სამხედრო ობიექტზე ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის საზღვართან ახლოს, რასაც სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა - იუწყება, მათ შორის, რუსული სახელისუფლებო მედია.
არსებული ცნობებით, დაიჭრა 16 ჯარისკაცი, რვა სამხედრო დაკარგულია.
გამოცემა Baza წერს, რომ აფეთქება მოხდა კულტურის სახლში, სადაც მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული სამხედროები იმყოფებოდნენ.
გამოცემის ცნობით, ერთმა სამხედრომ, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ააფეთქა RGD-5-ის ტიპის ხელყუმბარა. აფეთქებამ სამხედრო მასალების დეტონაცია გამოიწვია და ხანძარი გაჩნდა.


