
სევასტოპოლში აფეთქებების შესახებ იუწყებიან
16/01/2023 05:46:53 ევროპა
წუხელ აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში.
Крым.Реалии-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 00:38 საათზე გაიგეს.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამით გაავრცელა მოკლე შეტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ზღვის უბეში ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი.
ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში 2022 წლის აგვისტოდან თითქმის ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ხსნის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებით. კრემლის მიერ ყირიმის ხელმძღვანელად დანიშნულმა სერგეი აქსიონოვმა უკრაინულ დრონებს ყირიმისთვის მთავარი საფრთხე უწოდა.