Bild - გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
14/01/2023 05:08:10 მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინა ლამბრეხტი თანამდებობიდან გადადგა, – იუწყება Bild ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, თანამდებობიდან გადადგომის ინიციატივა ლამბრეხტისგან მომდინარეობს და არა კანცელარიიდან.
"ახლა წყდება გადადგომის თარიღი და თათბირობენ მემკვიდრის კანდიდატურაზე", – იტყობინება Bild.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლამბრეხტს ჯერ–ჯერობით კომეენტარი არ გაუკეთებია.


