
ბლინკენი – კულებას: "აშშ–ის მხარდაჭერა გაგრძელდება ომის წლისთავამდე და მის შემდეგაც"
13/01/2023 18:43:50 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ამერიკული მხარის ცნობით, ბლინკენმა უკაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს:
"აშშ უკრაინის დახმარებას უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე და მის შემდეგაც განაგრძობს".
თავის მხრივ, კულებამ ბლინკენს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა "კიევისთვის დასავლური ტიპის ტანკების გაგზავნის" საჭიროება.
ბლინკენსა და კულებას შორის სატელეფონო საუბრის გამართვამდე რუსეთმა გაავრცელა ცნობები უკრაინის ქალაქ სოლედარის აღების თაობაზე. კიევი მოსკოვის ინფორმაციას უარყოფს.
2023 წლის 24 თებერვალს ერთი წელი შესრულდება რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან.