Accentnews.ge
პოლონეთსა და ლიეტუვას სურთ, ევროკავშირმა სანქციების მეათე პაკეტის ფარგლებში სანქციები რუსეთის ბირთვულ სექტორს დაუწესოს

პოლონეთსა და ლიეტუვას სურთ, ევროკავშირმა სანქციების მეათე პაკეტის ფარგლებში სანქციები რუსეთის ბირთვულ სექტორს დაუწესოს

13/01/2023 18:13:45 მსოფლიო

პოლონეთსა და ლიეტუვას სურთ, რომ ევროკავშირმა სანქციების მეათე პაკეტის ფარგლებში რუსეთის ბირთვული სექტორის წინააღმდეგ შეზღუდვები შემოიღო, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, უკრაინა მოუწოდებდა ევროკავშირს, დაეწესებინა სანქციები კომპანია „როსატომის“ წინააღმდეგ, თუმცა ეს ინიციატივა იბლოკებოდა, ძირითადად უნგრეთის მიერ.

პოლონეთი და ლიეტუვა ასევე წინადადებით გამოდიან, აიკრძალოს მეტი „რუსული პროპაგანდისტული მედია“ და მეტი რუსული ბანკი გაირიცხოს სისტემა SWIFT-დან.

გარდა ამისა, ქვეყნებს სურთ შეზღუდვები შემოიღონ ბელარუსის წინააღმდეგ, რომლის დახმარებით, როგორც სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, რუსეთი ახერხებს ევროკავშირის ზოგიერთი სანქციისთვის გვერდის ავლას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S